თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შთაბეჭდილებათა წიგნში პირველი ჩანაწერი გაკეთდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შთაბეჭდილებათა წიგნში პირველი ჩანაწერი გაკეთდა

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა შთაბეჭდილებების წიგნი, რომელშიც პირველი ჩანაწერი 2015 წლის 20 ნოემბერს ცნობილმა ფრანგმა პოლიტიკოსმა და ექიმმა, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწემ, საფრანგეთის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა სოციალური დაცვისა და დასაქმების დარგში,  ევროპარლამენტის აქტიურმა წევრმა, "გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა დატოვა:

„ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა,  თქვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მიღება. თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის სამედიცინო განათლების სამაგალითო კერა, რომლის  გამოცდილებაც სამომავლოდ  პაციენტებს მოხმარდება. დიდი მადლობა თქვენ ყველას და მადლობა რექტორს“.

შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი  გააკეთა „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან–ელი მალკინმაც.