თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი „ჰიგია“– „სტუდენტური დღეები 2015“ გამარჯვებული გახდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრი „ჰიგია“– „სტუდენტური დღეები 2015“ გამარჯვებული გახდა

   
   

მიმდინარე წელს „სტუდენტური დღეები 2015“–ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრმა „ჰიგიამ“ ო. ჰენრის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ორი საჩუქარი“ წარადგინა.

სტუდენტური დღეების ჟიურის გადაწყვეტილებით, 15 უმაღლესსასწავლებლის თეატრალური დასიდან პირველი ადგილი "ჰიგიამ" მოიპოვა, ასევე, გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო თეატრალური დადგმა“.

ვულოცავთ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას“ რეჟისორ ნათია გუჯაბიძეს და თეატრალურ დასს აღნიშნულ წარმატებას და ვუსურვებთ მუდმივ შემოქმედებით წინსვლას.