თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ანგარიში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ანგარიში

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობა ანგარიშით წარდგა თსსუ–ის რექტორატის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წინაშე.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ დადებითად შეაფასა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა გასული ორი წლის მანძილზე და მადლობა გადაუხადა სტუდენტებს  ეფექტური მუშაობისთვის. 

თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე წარმატებულ საქმიანობას უნივერსიტეტის ყველა სამსახურის უპირობო თანადგომასა და მხარდაჭერას უკავშირებს და სტუდენტების სახელით მადლობას უცხადებს უნივერსიტეტის რექტორს, კანცლერს, ვიცე–რექტორებს, პროფესორებსა და ადმინისტრაციული კორპუსის წარმომადგენლებს, თვითმმართელობის ყოფილ და ამჟამინდელ წევრებს.

სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სტუდენტური ცხოვრების ეფექტურად და საინტერესოდ წარმართვაში, მადლობის სიგელები გადაეცა.