თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კიდევ ერთი  საჩუქარი  პირველსემესტრელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კიდევ ერთი საჩუქარი პირველსემესტრელებს

2018 წლის 23 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა პირველსემესტრელებს. გართობისა და დასვენებისთვის შექმნილ „orbeti green space“-ის სივრცეში 300-მდე პირველსემესტრელი სტუდენტისთვის გაიმართა  ღონისძიება, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს: მხიარული თამაშების ჩემპიონატი, ბუშტების ფეხბურთ და სხვა გასართობი ღონისძიებები. სტუდენტებს უნივერსიტეტის სახელით მიესალმნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტები მიხეილ დიაკონიძე და თამარ საგანელიძე. 

თამაშებში გამარჯვებულ სტუდენტებს  სამახსოვრო სერთიფიკატები, მედლები და თასები გადაეცათ.

ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური, ხოლო მხარდამჭერი  თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახური იყო.