თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსის მინიჭება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსის მინიჭება

   
   

2016 წლის 1 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ საბჭოს წევრებს წარუდგინა თსსუ–ის პროფესიული განვითარების საბჭოს რეკომენდაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსის მინიჭების შესახებ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კლინიკებისათვის: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“ – კლინიკური დირექტორი ლაშა მაჭარაშვილი, სამედიცინო კლინიკა „ბაიები“ – დირექტორი ნინო  ონიაშვილი, „თბილისის  ზღვის  ჰოსპიტალი“ – გენერალური დირექტორი თეა   ახალაძე, „მედიქლაბჯორჯია“ – დირექტორი ნუგზარ  აბრამიშვილი, „პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი“ – გენერალური დირექტორი ზეზვა  ობგაიძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის  სტატუსის მინიჭებას.