თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკას“  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი მიანიჭა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკას“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი მიანიჭა

   
   

2015 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ საბჭოს წევრებს წარუდგინა თსსუ–ის პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია – ქ. თელავის შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკისთვის“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსის მინიჭების შესახებ.

შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკას“ მუშაობის გამოცდილება აქვს როგორც, დიპლომამდელ, ასევე დიპლომისშემდგომ განათლებაში. აღსანიშნავია, რომ მრავალპროფილურ კლინიკაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  რეზიდენტები, მრავალი წლის განმავლობაში, გადიან პროფესიულ მზადებას, ხოლო სტუდენტები გადიან საზაფხულო სტაჟირებას და იძენენ პროფესიულ გამოცდილებას“ –  აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი რეკომენდაცია და შპს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკას“ მიენიჭა – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსი.