თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების მესამე ერთობლივი აქცია - კონფერენცია „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების მესამე ერთობლივი აქცია - კონფერენცია „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“.

 
   

2016 წლის 25 ივნისს საჩხერეში ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების მესამე ერთობლივი აქცია - კონფერენცია „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები“.

თსსუ-ის და მასთან აფილირებული საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების ერთობლივი სამუშაოების გრძელვადიანი პროგრამა ითვალისწინებს ზემო იმერეთის რეგიონისთვის ერთობლივი აქცია-კონფერენციების ყოველთვიურად ჩატარებას. რიგით მესამე, 25 ივნისის აქცია-კონფერენცია, ამ პროგრამის ნაწილია.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორმა ეკატერინე ტიკარაძემ. 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 2 მოხსენება-პრეზენტაცია, რომელიც დისკუსიაში გადაიზარდა. 

მოხსენება - პრეზენტაცია „დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა“ წარმოადგინა თსსუ დიპლომსშემდგომი განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა ბოხუამ.  მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით სტატისტიკურმა მასალამ.  

მეანობა - გინეკლოგიის აქტუალური საკითხებიდან განხილოული იყო ახალი სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დაინერგება საქართველოში. ადგილობრივი მეან-გინეკლოგების მხრიდან ინტერესი გამოიწვია სამეანო სისხლდენის დროს გამოსაყენებელი მაღალეფექტური საშვილოსნოს შემკუმშავი პრეპარატების შესახებ მიწოდებულმა ინფორმაციამ.  პრეზენტაცია წარმოადგინა პროფესორმა ზ. ბოხუამ. 

დამსწრე საზოგადეობას სიტყვით მიმართა   თბილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე - რექტორმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა გია აბესაძემ.   

კონფერენციის შემდგომ ჩატარდა ერთობლივი შემოვლა კლინიკაში. 

დისკუსიის პროცესში განხილული იყო სტუდენტთა საექიმო პრაქტიკაში საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების ჩართვის შესაძლებლობები და ერთობლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის პერსპექტივები. ადგილობრივი კოლეგებისგან დასმულ კითხვებს დიპლომამდელი და პოსტდიპლომური განათლების შესახებ პასუხები გასცეს გია აბესაძემ და ზაზა ბოხუამ. 

თსსუ და საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების მეოთხე ერთობლივი აქცია-კონფერენცია ჩატარდება ა.წ. ივლისის ბოლოს და მიეძღვნება პედიატრიის აქტუალურ საკითხებს.