თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის III საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის III საერთაშორისო კონფერენცია

   
   

2017 წლის 16 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ნევროლოგთა III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური  მიდგომები ნევროლოგიურ პრაქტიკაში“.

კონფერენცია გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსი აკაკი ბარკალაია, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი მაია ბერიძე, სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჩახავა.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ: ბერლინის (გერმანია) ჰოსპიტალის ნეიროინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი იორგ შულცე ამბერგერი, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე - „თრომბოლიზისის და თრომბოექტომიის გამოყენება მწვავე ინსულტის დროს“ და  ისრაელის  ალცჰეიმერის საზოგადოების სამეცნიერო/სამედიცინო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე - ამოს კორჩინი, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე - „ინსულტის შემდგომი დემენცია/კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება - მკურნალობის პერსპექტივები“.

პაციენტთა სწორი და დროული მკურნალობის ჩატარების მიზნით, აუცილებელია საქართველოში ინსულტის ინტერდისციპლინარული ჯგუფის დაარსება და პირველადი ჯანდაცვის რგოლის სწორად მომზადება. სწორედ ამ საკითხების გაჟღერებას ემსახურებოდა აღნიშნული კონფერენცია, სადაც უცხოელმა პროფესორებმა დეტალურად განმარტეს თუ როგორ ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრები რეალობაში და როგორ ხდება განმეორებითი ინსულტების  პრევენცია.