თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება

   
   

2017 წლის 19 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის დამთავრებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება უცხოელი კურსდამთავრებულებისთვის.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და მიულოცეს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა  ხათუნა თოდაძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით თოფურიამ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი მიქაძემ. მათ წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა მედიკოსებს და იმედი გამოთქვეს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიღებული განათლება მათი წარმატებისა და წინსვლის საფუძველი გახდება.

კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტურ თვითმმართველობას იმ ნაყოფიერი წლებისთვის, რომელიც საქართველოში გაატარეს.

ღონისძიება დასრულდა ჰიპოკრატეს ფიცის დადებითა და კურსდამთავრებულთათვის სიგელებისა და მედალიონების გადაცემით.