თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია სლოვაკეთში - ციფრული ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განვითარების პერსპექტივები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია სლოვაკეთში - ციფრული ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განვითარების პერსპექტივები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დელეგაცია 2025 წლის 1-9 აპრილს სლოვაკეთში, კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტს (ნიტრა) ERASMUS+ პროექტის ფარგლებში ეწვია.

სლოვაკეთში თსსუ-ის წარმოადგენდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის პროფესორი შალვა ზარნაძე, პროფესორი ლევან ბარამიძე, ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე და დოქტორანტი ანა ბოჭორიშვილი. ნივერსიტეტების წარმოამდეგნლებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების პერსპექტივები, რომელთა მიზანია ციფრული ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის შემდგომი განვითარება. 

უნივერსიტეტები უკვე ორი წელია ერთობლივად მუშაობენ ციფრული ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამაზე.

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო და უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს. ის მოიცავს არა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლას, არამედ სადოქტორო პროგრამის ერთობლივ ხელმძღვანელობას.