თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პრეზენტაცია და ტრენინგი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პრეზენტაცია და ტრენინგი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში

   
   

2017 წლის 17 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, მედიცინის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველი აბიტურიენტებისთვის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.

პროგრამის წარმომადგენლებმა გიმნაზიის მოსწავლეებისთვის პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაატარეს. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტმა ნოდარ მაისურაძემ მოსწავლეებს აუხსნა, როგორ დაასტაბილურონ შემთხვევის დროს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მანამ, ვიდრე ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივა. მოსწავლეებმა გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარებას (CPR) სამედიცინო სასწავლო მანეკენებზე თავი საკმაოდ კარგად გაართვეს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით, მგავსი ტიპის ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა სკოლებშიცაა დაგეგმილი.