2022 წლის 16-18 სექტემბერს კოპენჰაგენში ფიზიოლოგთა ევროპული საზოგადოებების ფედერაციის (FEPS) ორგანიზებით ჩატარდა კონგრესი „ევროფიზიოლოგია - 2022“.
„ევროფიზიოლოგია - 2022“-ში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა, თამარ გვასალიამ. მისი სადოქტორო კვლევა სრულდება პროფესორ ირინე კვაჭაძის ხელმძღვანელობით.
კვლევის შედეგების ფრაგმენტი კონგრესზე წარდგენილი იქნა მოხსენებით „ტკივილის პერცეფცია სხვადასხვა კვებითი სტატუსის პირობებში“. თამარ გვასალიას მოხსენება დასახელდა კონგრესზე წარდგენილ 10 საუკეთესო ნაშრომს შორის და მოიპოვა FEPS-ის მიერ ახალგაზრდა მკვლევარებისთვის გამოყოფილი ჯილდო.