თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  გუნდი საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 

თსსუ-ის გუნდმა (მწვრთნელები: ლაშა ელბაქიძე და ზურა მაისურაძე) წარმატებით განვლო ჯგუფური ეტაპი, შემდეგ ნახევარფინალური სერიის ორივე მატჩი მოუგო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) და მხოლოდ ფინალური სერია დათმო თბილისის დინამოსთან. 

ვერცხლის მედალოსნები გახდნენ: საბა უჩავა, ლევან აფციაური, გიორგი კოხრეიძე, თემო გვასალია, ნიკოლოზ მანძულაშვილი, ლუკა ლურსმანაშვილი, სერგი ბარაბაძე, ლაშა მდივნიშვილი, ნუგზარ ბოჭორიშვილი, საბა შვანგირაძე, გიორგი ბახტაძე, გეგა იზორია, ლუკა ხარაბაძე, ნიკოლოზ კაკუბერი, ვახტანგ გედენიძე, საბა გიქოშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის გუნდს ამ დიდ წარმატებას.