თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული–პროფესორი, ნინო ქიქოძე სიმსივნის იმუნოთერაპიის ასოციაციის (CIMT) XIV საერთაშორისო კონფერენციაზე – „სიმსივნის იმუნოთერაპია“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული–პროფესორი, ნინო ქიქოძე სიმსივნის იმუნოთერაპიის ასოციაციის (CIMT) XIV საერთაშორისო კონფერენციაზე – „სიმსივნის იმუნოთერაპია“

   
   

2016 წლის 9–13 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული–პროფესორი ნინო ქიქოძე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ქ. მაინცში (გერმანია) სიმსივნის იმუნოთერაპიის ასოციაციის (CIMT) XIV საერთაშორისო კონფერენციაზე – „სიმსივნის იმუნოთერაპია“.

სიმსივნის იმუნოთერაპიის ასოციაცია (CIMT) ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ფორუმია, სადაც კლინიკური და თეორიული მედიცინის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სიმსივნის იმუნოთერაპიის კვლევის, სამედიცინო ტრანსლაციისა და განვითარების გზებზე მსჯელობენ.

სამეცნიერო კონფერენციაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 1000–ზე მეტმა მონაწილემ ერთმანეთს გაუზიარა სიმსივნის იმუნოთერაპიის გარშემო არსებული უახლესი კვლევითი ინფორმაცია. პლენარულ სესიებზე მოხსენება წარმოადგინა 23–მა სპიკერმა, სატელიტურ–ინდუსტრიულ სიმპოზიუმზე 5–მა სპიკერმა.  საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 300–ზე მეტი აბსტრაქტი, 2 პოსტერული სესია და 33  მოკლე მოხსენება.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული–პროფესორი, ნინო ქიქოძე სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით – „რადიოსიხშირული თერმული აბლაციის გავლენა CD4+ T უჯრედების სუბპოპულაციებზე ღვიძლის სიმსივნის მქონე პაციენტებში“.

სიმსივნის იმუნოთერაპიის ასოციაციის (CIMT) XIV საერთაშორისო კონფერენცია ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა არნიშნულ სფეროში მომუშავე თითოეული დელეგატისთვის.