თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება სამეცნიერო ასპარეზზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება სამეცნიერო ასპარეზზე

 

2017 წლის 6 დეკემბერს, ჟურნალში “Hepatology” გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ  ზურაბ  კაკაბაძის,     მისი თანამშრომლების  და Yeshiva University-ის (ნიუ იორკი, აშშ) ერთობლივი სამეცნიერო კვლევა“Decellularized Human Placenta Supports Hepatic Tissue and Allows Rescue  in Acute Liver Failure”. აღნიშნული სამეცნიერო კვლევის შესახებ, 2017 წლის 21 დეკემბერს, ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტომ “Reuters” გამოაქვეყნა კორესპონდენტ უილ ბოგსის ინტერვიუ პროფესორებთან - ზურაბ კაკაბაძესა და სანჯივ გუფთასთან, რომელიც ეხებოდა მათ მიერ შემუშავებულ კონცეფციასა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის მკურნალობის ახალ ხედვას. ინტერვიუს ფართო გამოხმაურება მოჰყვა მრავალი ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალ-გაზეთში.

როგორც  უილ ბოგსი აღნიშნავს, ქართველმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენებით  ერთობლივად შეძლეს  შეექმნათ ღვიძლი ადამიანის პლაცენტისგან დამზადებული უჯრედგარე საყრდენი, რომელიც შეივსო ღვიძლის მიკროფრაგმენტებით. უილ ბოგსი აღნიშნავს, რომ „ბიოინჟინერული ღვიძლი“, რომელიც შექმნილია ბიოინჟინერული მეთოდების გამოყენებით, მკვეთრად განსხვავდება  ღვიძლის მსოფლიოში არსებული დამხმარე მოდელისგან, ვინაიდან ადამიანის პლაცენტა წარმოადგენს ბუნებრივ მასალას, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული სისხლძარღვების ქსელი, და რაც მთავარია, მკვებავი ფეხი ჭიპლარის არტერიებისა და ვენის სახით. გარდა ამისა, მეცნიერებმა გამოიყენეს არა იზოლირებული ჰეპატოციტები, არამედ - ღვიძლის  მიკროფრაგმენტები, რომლებიც შეიცავს ღვიძლის უჯრედების მთელ სპექტრს.

როგორც  უილ ბოგსი  აღნიშნავს, ახლო მომავალში, ეს მეთოდი შესაძლოა გახდეს ღვიძლის დამხმარე სისტემების ალტერნატივა.ქართველი და ამერიკელი მეცნიერების მიერ ერთობლივად შექმნილმა ღვიძლმა შესაძლებელია მოხსნას პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია დონორული ორგანოების დეფიციტთან. აღსანიშნავია,  რომ  ადამიანის პლაცენტისაგან დამზადებული უჯრედგარე საყრდენი  -  ქსოვილოვან ბიოინჟინერიაში  ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ავითარებს.

Pub Med