თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორები

   
   

2016 წლის 1 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ საბჭოს წევრებს წარუდგინა თსსუ–ის პროფესიული განვითარების საბჭოს რეკომენდაცია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის სტატუსის მინიჭების შესახებ:

მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა  არაბიძე - საქართველოს ქირურგთა  ასოციაციის წევრი, საქართველოს  აკად. გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორის სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე  პასუხისმგებელი პირი;

მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა მეცხვარიშვილისაქართველოს  ნეონატოლოგთა  ასოციაციის  გამგეობის წევრი, საქართველოს  პერინატოლოგთა და მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის  გამგეობის წევრი, ნეონატოლოგიური ცენტრ "N ქირონ+"-ს დირექტორი სამკურნალო დარგში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეონატოლოგიის სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი;

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ილია ნაკაშიძეევროპის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს  ალერგიოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის წევრი, საქართველოს  რესპირაციული ასოციაციის წევრი, აჭარის  ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი, "ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინა“–ს ანესთეზიოლოგიისა   და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგიის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.

მედიცინის აკადემიური დოქტორი მარინა რამაზაშვილისაქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის  სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.

„თითოეულ მათგანს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, როგორც  Alma Mater-ის წინაშე,   მათი  მონდომებით და ძალისხმევით მრავალი წელია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და რეზიდენტები იძენენ პროფესიულ გამოცდილებას  და ეუფლებიან პრაქტიკულ ცოდნას“ – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ ინიციატივას - როგორც მედიცინის მეცნიერებათა, ისე აკადემიური დოქტორებისთვის – „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის“ სტატუსის მინიჭების შესახებ.