2023 წლის 24 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებისა და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს: თსსუ-ის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ყიფიანმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ანა ბოჟაძემ, საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2022/23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულთათვის თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტი გაიმართა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!