2023 წლის 15 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ყიფიანმა; ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ; საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ და მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ სალომე საბანაძემ.
თსსუ-ის კურსდამთავრებულთა ცერემონიაზე თითოეული ფაკულტეტის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტები: მარიამ ზარდიაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი), ვერიკო გერგაული (სტომატოლოგიის ფაკულტეტი),მარიამ გაგნიძე (ფარმაციის ფაკულტეტი), მარიამ ავლოხაშვილი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბაკალავრო პროგრამა), თინათინ კვაჭაძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა), ნინო ბალხამიშვილი (ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი), თამარ კიწმარიშვილი (საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამა) თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ, ვიცე-რექტორებმა, პროფესორებმა: ხათუნა თოდაძემ, სოფიო ბახტაძემ და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანებმა სიმბოლურად სცენაზე მანტიებით შემოსეს.
ტრადიციულად, ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ და საპატიოდ დადეს ფიცი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდგომ გაიმართა ბენდ “ნიუტონი”-ის კონცერტი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!