თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტების სტაჟირება ონდოკუზ მაის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება ონდოკუზ მაის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: დავით აბრამიშვილი; გიორგი პაპიძე, თამთა გულაღაშვილი, ელვინ მუსამბალიევი, ივლიანე სურმავა, პაატა გეგეჭკორი, სარხან გასანოვი, თინათინ გაბეჩავა, ვაჟა კარდენახიშვილი და მარიამ მერაბიშვილი  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქალაქ სამსუნში (თურქეთი), ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

თსსუ-ის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტებში: ქირურგიის,  კარდიოლოგიის, ოფთალმოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, ტრავმატოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით.  

სტაჟირებისას სტუდენტებს   საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა საინტერესო კლინიკურ შემთხვევას და კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავდნენ პაციენტების ისტორიებს, ესწრებოდნენ ანამნეზის შეკრების პროცესს და ოპერაციულ ჩარევებს. 

თსსუ-ის სტუდენტების საქმიანობას ხელძღვანელობდნენ პროფესორები: ოქან გულელი, ომერ გედიკლი, მურატ მერიჩი, ალი ოზდემირი, ტურალ ბაჰადურლუ, აჰმედ ბექტაში.

სტუდენტების თქმით, სტაჟირებამ დიდი როლი ითამაშა მათი კლინიკური და კომუნიკაციური შესაძლებლობების განვითარებაში, რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას  და ონდოკუზ მაის უნივერსიტეტს. 

სტაჟირების ბოლოს  სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ ონდოკუზ მაის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ჯენგიზ ჩოქლუქის მადლობის წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია თსსუ-ის სტუდენტების - ივლიანე სურმავასა და პაატა გეგეჭკორის მაღალი მოტივაციისა და მომზადების ხარისხის შესახებ.