2023 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სასწავლო კურსი 8 ქვეყნის 82-მა სტუდენტმა დაასრულა.
ღონისძიებაზე სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს: თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ, , ციტოპათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!