თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება - 2024

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება - 2024

2024 წლის 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება  გაიმართა. 

კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

ამის შემდეგ, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ. როგორც მან აღნიშნა, თსსუ-ის აკადემიური პერსონალი ძალ–ღონეს არ იშურებდა, რომ სტუდენტებისთვის მაქსიმუმი მიეცა.

თსსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები, მათი მეგობრები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ტრადიციულად, ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებმა  საზეიმოდ დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.

ცნობისთვის, 2023-2024 სასწავლო წელს მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტი 31 ქვეყნის 273-მა  სტუდენტმა დაასრულა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს  წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!