თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სემესტრის უცხოელი სტუდენტების ვიზიტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სემესტრის უცხოელი სტუდენტების ვიზიტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

   
   

2016 წლის 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია პირველი სემესტრის 250 უცხოელი სტუდენტი, რომლებიც  უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსის, ასოცირებული პროფესორის დავით თოფურიას და მთავარი სპეციალისტის, ასისტენტ–პროფესორის ლევან ბენაშვილის ხელმძღვანელობით გაეცნენ კლინიკაში არსებულ იმ დეპარტამენტებს, სადაც მათ მომავალში მოუწევთ სწავლება.

სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავდა აღტაცებას კლინიკაში ნანახ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან, ლაბორატორიასთან და სასწავლო აუდიტორიებთან დაკავშირებით.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაცნობითი ხასიათის ვიზიტი კითხვა–პასუხის რეჟიმში დასრულდა.