თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია  ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების  აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს

2013 წლის 2 მარტს ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში  გაიმართა  ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის  საზეიმო პლენარული სხდომა, რომელზეც  პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არჩეული იქნა ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის  ნამდვილ წევრად.

აკადემიის ახალი წევრების ინაუგურაციას ესწრებოდნენ  აკადემიის წევრები, ნობელის პრემიის ლაურეატები, ევროპის მეცნიერების და კულტურის თვალსაჩინო  წარმომადგენლები,  საპატიო სენატორები, პოლიტიკური  მოღვაწეები  და სხვა  მრავალი  საპატიო  სტუმარი. 

 

ახლად  არჩეულ წევრებს დიპლომები  გადასცეს  და  მიესალმნენ:  გაბი ბურგშტალერი - ზალცბურგის გუბერნატორი, ფელიქს უნგერი -  ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების   აკადემიის პრეზიდენტი, დორის ლოტჰარდი - შვეიცარიის გარემოს, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და  კომუნიკაციების მინისტრი, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი, ივო იოსიპოვიჩი - ხორვატიის პრეზიდენტი და ბორუტ ფაჰორი - სლოვენიის პრეზიდენტი. 

 

გაბი ბურგშტალერი - ზალცბურგის გუბერნატორი;

ფელიქს უნგერი - აკადემიის პრეზიდენტი.

 

ფელიქს უნგერი –  ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი;

დორის ლოტჰარდი - შვეიცარიის გარემოს, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და  კომუნიკაციების მინისტრი, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი;

ივო იოსიპოვიჩი - ხორვატიის პრეზიდენტი;

ბორუტ ფაჰორი - სლოვენიის პრეზიდენტი.

 

დიპლომების  გადაცემის  საზეიმო  ცერემონიალი.