თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  რექტორი,  პროფესორი  ზურაბ  ვადაჭკორია  მშვიდობის პრემიით  დაჯილდოვდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა

   
   

2015  წლის 25  ნოემბერს, ფილიპინებზე, ქალაქ  მანილაში,  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  რექტორს, პროფესორ  ზურაბ  ვადაჭკორიას მედიცინის დარგში, კერძოდ ყბა-სახის ქირურგიაში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისა და სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაციისათვის გუზის მშვიდობის საერთაშორისო პრემია გადაეცა.

გუზის მშვიდობის საერთაშორისო პრემია ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებათ ცალკეულ პირებს და ორგანიზაციებს, რომელთაც თავიანთ სფეროში წარმატებული მოღვაწეობით მნიშვნელოვანი  წვლილი შეიტანეს მშვიდობის განმტკიცების, ხალხთა  შორის თანამშრომლობის გაღრმავების, პროგრესისა და კეთილდღეობისათვის. 

პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მშვიდობის პრიზის პირველი ქართველი მფლობელია. 

გუზის მშვიდობის პრემიას აწესებს და ლაურეატების შერჩევას ახდენს გუზის მშვიდობის ფონდი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს კაცობრიობის უმშვენიერესი მისწრაფებების და უმაღლესი იდეალების წარმოჩენას. ფონდი ჩამოყალიბდა აზიის კეთილი ნების ელჩის, ბარი გუზის ინიციატივით – მამის, მეორე მსოფლიო ომის დროს თავისუფლებისათვის მებრძოლი ჯარისკაცის, შემდგომში პოლიტიკური მოღვაწისა და ადამიანის უფლებების დამცველის – ჯემენიანო ჯავიერ გუზის საპატივსაცემოდ.    

ipn.ge

Newpost.ge