თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ბატონ გიორგი აბესაძის შეხვედრა ათათურქის უნივერსიტეტის გენერალურ მდივანთან, დოქტორ მუსტაფა არიკთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ბატონ გიორგი აბესაძის შეხვედრა ათათურქის უნივერსიტეტის გენერალურ მდივანთან, დოქტორ მუსტაფა არიკთან

2012 წლის 21 აპრილს ერზრუმის (თურქეთი) ათათურქის უნივერსიტეტში სტუმრად მყოფმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, გიორგი აბესაძემ, დაათვალიერა ათათურქის უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკა (1200 საწოლზე).

კლინიკაში სტუმრობისას, ქართველ კოლეგას უმასპინძლეს ათათურქის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ჰიკმეთ კოჩაკმა და ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა სამირ დიარბაქირმა.

იმავე დღეს გიორგი აბესაძე შეხვდა ათათურქის უნივერსიტეტის გენერალურ მდივანს, დოქტორ მუსტაფა არიკს, რომელმაც მიულოცა მას ათათურქის უნივერსიტეტის დაარსებიდან 55 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირში თსსუ-ის გუნდის გამარჯვება. პარტნიორობის ფარგლებში განიხილეს ათათურქის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის ასპექტები.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.