თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტიდან მადლობის წერილი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტიდან მადლობის წერილი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (პოლონეთი) მადლობის წერილი მიიღო, რომელიც უკავშირდება   2014 წლის 1– 4 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასა და თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძის ოფიციალურ ვიზიტს  პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტში , სადაც ქართველი სტუმრები დაესწრნენ ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და პროფესორი მარინა მამალაძე შეხვდნენ  სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ  ანნა სურდაკას,  დაათვალიერეს პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ცენტრი.

პროფესორმა  ანნა სურდაკამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს,პროფესორ  ზურაბ ვადაჭკორიას გამოუგზავნა  წერილი, სადაც გულითადი მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თსსუ–სა და  პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

იხილეთ ბმული: