თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტები სასარის (იტალია) საუნივერსიტეტო კლინიკაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტები სასარის (იტალია) საუნივერსიტეტო კლინიკაში

2023/24 სასწავლო წელს ERASMUS+ K171 კრედიტ მობილობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტები სასარის (იტალია) საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდნენ. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სასარის (იტალია) უნივერსიტეტს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე თსსუ-ის რეზიდენტებმა 5 თვიანი სტაჟირების კურსი გაიარეს სასარის (იტალია) საუნივერსიტეტო კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტში:

- თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის „პედიატრია“ რეზიდენტი სალომე გოგიჩაიშვილი - სასარის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული სტაციონარის დეპარტამენტი;

- თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის „ნევროლოგია“ რეზიდენტი ქეთევან პაპოშვილი - სასარის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ნეირორადიოლოგიის დეპარტამენტები;

- თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის  მეანობა-გინეკოლოგიის რეზიდენტი ქეთევან ჩიჩუა  - სასარის საუნივერსიტეტო კლინიკის მეანობისა და გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მედიცინის დეპარტამენტები;

- თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის „რადიოლოგია“ რეზიდენტი ინგა მეტრეველი - სასარის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიის დეპარტამენტი;

- თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის „რევმატოლოგია“ რეზიდენტი ლალი ესებუა - სასარის საუნივერსიტეტო კლინიკის რევმატოლოგიურ დეპარტამენტი.

თსსუ-ის რეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ 5 თვიანმა პრაქტიკულმა და თეორიულმა სწავლებამ მათ საშუალება მისცა, ემუშავათ დარგის წამყვან სპეციალისტებთან, რის შედეგადაც შეისწავლეს დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მართვის უახლესი მეთოდები,  გაეცნენ იტალიური ჯანდაცვის სისტემის თავისებურებებს. 

აღსანიშნავია, რომ სტაჟირების დასრულების შემდეგ სასარის (იტალია) საუნივერსიტეტო კლინიკის მეანობისა და გინეკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა, პროფესორმა ჯამპიერო კაპობიანკომ და ამავე კლინიკის რევმატოლოგიური განყოფილების დირექტორმა, რევატოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ჯან ლუკა ერიმ, თსსუ-ის რეზიდენტებს: ლალი ესებუასა და ქეთევან ჩიჩუას სარეკომენდაციო წერილები გამოუგზავნეს. პროფესორების შეფასებით, სტაჟირების ფარგლებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ, თსსუ-ის რეზიდენტებმა გაიუმჯობესეს ის უნარები და ცოდნა, რაც საჭიროა კონკურენტუნარიან აკადემიურ და კლინიკურ სფეროში ადგილის დასამკვიდრებლად. 

შეგახსენებთ, თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამების რეზიდენტებმა სტაჟირების 5 თვიანი კურსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სასარის უნივერსიტეტს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, ERASMUS+ K171 კრედიტ მობილობის ფარგლებში გაიარეს.