თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დელეგაციამ  საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკის ფარგლებში ბათუმში გამართულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დელეგაციამ საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკის ფარგლებში ბათუმში გამართულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

2022 წლის 5-6 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის წარმომადგენლები: კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორმა შალვა ზარნაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე, ასოცირებული პროფესორები: ირინე ზარნაძე და დევი ტაბიძე,  ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები: გიორგი მაჭავარიანი და მიხეილ გაბაიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმში.

თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენციაში ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ 14 ქვეყნის პროფესორები და მკვლევარები.

ღონისძიებაზე ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ზარნაძემ წარადგინა  სამეცნიერო ნაშრომი - ,,საზღვაო ჯანდაცვის თანამედროვე ტენდენციები, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საზღვაო სამედიცინო მომსახურების შესწავლა-შეფასება საქართველოში“. 

ასევე, 5 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,  გაიმართა  სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება – „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“.  ღონისძიებაზე თსსუ-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს შემდეგი მოხსენებები:

,,რეგიონალური კვების თავისებურებები ( შავი ზღვის აკვატორია)“  - პროფესორი შალვა ზარნაძე;

,,თამბაქოს  მოხმარების პრობლემები შავი ზღვის რეგიონში“- პროფესორი ლევან ბარამიძე;

,,კოვიდ 19-ის მართვა აჭარის რეგიონში“- ასოცირებული პროფესორი დევი ტაბიძე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა  სამეცნიერო პიკნიკი სადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის პავილიონი იყო წარმოდგენილი, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. პიკნიკის დასასრულს,  თსსუ-ის წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა  შემეცნებითი სახალისო ვიქტორინა- ,,გარემო და ჯანმრთელობა“.