თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი მარიამ კანდელაკი „ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაციის 58–ე საერთაშორისო შეხვედრა“–ზე და ესპანელ სტომატოლოგ სტუდენტთა XXIII კონგრესზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი მარიამ კანდელაკი „ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაციის 58–ე საერთაშორისო შეხვედრა“–ზე და ესპანელ სტომატოლოგ სტუდენტთა XXIII კონგრესზე

   
   

2016 წლის 21 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი მარიამ კანდელაკი (VI სემესტრის სტუდენტი) ესპანეთში,  ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბარსელონაში (ესპანეთი) კატალონიის ოდონტოლოგიისა და სტომატოლოგიის კოლეჯში (Col·legi Oficial d'Odontòlegs i Estomatòlegs de Catalunya), – „ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაციის 58–ე საერთაშორისო შეხვედრა“–ზე და ესპანელ სტომატოლოგ სტუდენტთა XXIII კონგრესზე (EDSA 58th Meeting & XXIII ANEO Congress).

„ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაცია (EDSA) წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება 65000 სტუდენტს და შედგება 31 ევროპის ქვეყნის ოფიციალური დელაგატისგან.

ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაციის 58–ე საერთაშორისო შეხვედრაზე მოიცავდა მთელ რიგ ღონისძიებებს: ლოკალური ორგანიზაციის ANEO (Asociación Española de Estudiantes de Odontología) მისალმებას და პრეზენტაციას, ლივერპულისა და მანჩესტერის უნივერსიტეტის დელეგატების გაწევრიანებას EDSA-ში, ასევე, გენერალური ასამბლეის პრეზენტაციებს, გასული წლის EVP (European visiting program) პეოგრამების, ვორქშოფების და პროექტების გაცნობასა და მათ შეჯამებას.

ჩატარდა სხვადასხვა ქვეყნის პრეზენტაციები, ოფიციალური დელეგატების მოხსენებები.  

სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრმა მარიამ კანდელაკნა, როგორც საქართველოს ოფიციალურმა დელეგატმა, წარადგინა მოხსენება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული სტომატოლოგიის სწავლის დონის გაუმჯობესებაზე.

დაიგეგმა შემდგომი 59–ე და მე–60–ე EDSA Meeting-ის ადგილი, რომელსაც კენჭი უყარეს ქვეყნის დელეგატებმა, ფარული კენჭისყრით აირჩა EDSA ორგანიზაციის ახალი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ჟურნალ-გაზეთის მენეჯერი და ბუღალტერი.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ლექციები იმპლანტებსა და პროთეზებზე. საუბარი იყო ახალ ტექნოლოგიებზე, მათ მიღწევებზე, თუ როგორ შეიძლება იმპლანტზე  დამაგრდეს მოსახსნელი პროთეზი. ლექციას უძღვებოდა პროფესორი რაფაელა ლომბარდო. საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში მოხდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და მათ გამოყენების სტომატოლოგიაში პრაქტიკული მეცადინეობა.

„მინდა მადლობა  გადავუხადო სტუდენტურ თვითმმართველობას,  ჩვენს უნივერსიტეტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს სტუდენტებს ჩავერთოთ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებში და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ცოდნა, რაც წინაპირობაა ჩვენი, როგორც სტუდენტების თვითრეალიზების.  ყოველივე კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს სტუდენტურ ცხოვრებას, გვაძლევს შემართებას, მოტივაციას, რომ ნამდვილად სასახელო, კვალიფიციური და სამაგალითო ექიმები გავხდეთ“ – აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს წევრმა, VI სემესტრის სტუდენტმა მარიამ კანდელაკმა.