2019 წლის 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-7 სემესტრის სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირება გაიარეს ლუბლინის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში.
სტაჟირების განმავლობაში, სტუდენტები განაწილებულნი იყვნენ - ანესთეზიოლოგიის და ინტენსიური მოვლის, კარდიოქირურგიის, ოფთალმოლოგიის, რადიოლოგიისა და ბავშვთა ონკოლოგიის დეპარტამენტებში. უნივერსიტეტის მოწინავე პროფესორების: მიქაელ თომაშევსკის, მარიო ტოროს, დანიელ პიეტრზაკისა და ანდრეი მადეიეზიკის ხელმძღვანელობით.
საზაფხულო სტაჟირების განმავლობაში მათ ნახეს: არაერთი საინტერესო სამედიცინო შემთხვევა, დაესწრნენ მრავალ სხვადასხვა სახის ოპერაციას, ნახეს იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები.
იხილეთ სტატია ნიუპოსტზე
იხილეთ სტატია ინტერპრესნიუსზე