თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება რიჯიფ ტაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (თურქეთი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება რიჯიფ ტაიპ ერდოღანის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (თურქეთი)

2012 წლის 29 ივნისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ რიზეში (თურქეთი), რიჯიფ ტაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში საზაფხულო სტაჟირებაზე შემდეგ დეპარტამენტებში: ქირურგია, გინეკოლოგია, თერაპია, გასტროენტეროლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია და სასწრაფო დახმარების ცენტრი. 
სტუდენტები ესწრებოდნენ განყოფილებებში პროფესორთა შემოვლებს, მონაწილეობდნენ ქირურგიულ ოპერაციებში, ასრულებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს.

მასპინძლებმა ქართველ კოლეგებს დაათვალიერებინეს სუმელას ბერძნული სამონასტრო კომპლექსი და რიზეს ციხე.

სტაჟირებისას ქართველმა სტუდენტებმა თავი გამოიჩინეს ცოდნის მაღალი დონით და საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით.

ვიზიტის ბოლოს მოეწყო გამოსამშვიდობებელი საღამო, რომელზეც სტუდენტებს გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები; უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არიფ ირმაზმა სტუდენტებს ესაუბრა კლინიკაში მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, ხაზგასმით გამოხატა საკუთარი დადებითი დამოკიდებულება სტაჟირებასთან დაკავშირებით, მადლობა გადაუხადა სტუდენტებს კარგი მუშაობისთვის, გამოთქვა სურვილი თსსუ–თან ურთიერთობის გაღრმავებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.