თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირება გდანსკში გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირება გდანსკში გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის სტუდენტები: რუდიკო რუსია და გიორგი სოხაძე მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 18 აგვისტომდე, ERASMUS+-ის ფარგლებში, კლინიკური სტაჟირების გასავლელად იმყოფებოდნენ გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი). სტაჟირების მიმდინარეობისას სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ონკოლოგიის, კარდიოლოგიის და ნეფროლოგიის დეპარტამენტების საქმიანობას, მონაწილეობა მიეღოთ პაციენტების დიაგნოსტირების და მკურნალობის პროცესში,  ბიოფსიის, რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის დაგეგმვასა და პრაქტიკულ განხორციელებაში, მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კონსილიუმებს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ მაგდალენა დროზკას  (Magdalena Drozka) და პიოტრ სკონიეჟნის  (Piotr Skonieczny) ხელმძღვანელობით. ქართველი სტაჟიორების კოორდინატორი იყო დავიდ სპიჩალა (Dawid Spichala). 

იხილეთ სტატია ინტერსპრესნიუსზე 

იხილეთ სტატია ნიუპოსტზე