თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სტაჟირება პოზნანის (პოლონეთი) მედიცინის მეცნიერებათა უნივერისტეტში გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სტაჟირება პოზნანის (პოლონეთი) მედიცინის მეცნიერებათა უნივერისტეტში გაიარეს

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის სტუდენტები მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, საზაფხულო სტაჟირების გასავლელად იმყოფებოდნენ პოლონეთში, პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტში. სტაჟირების მიმდინარეობისას სტუდენტები გაეცნენ პოლონეთის მიღწევებს სამედიცინო სფეროში, ტრენინგები გაიარეს პოზნანის წამყვან კლინიკებში. მათ საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ როგორც თეორიულ მასალას, ისე გასაუბრებოდნენ პაციენტებს ანამნეზის შეგროვების მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ პაციენტების დიაგნოსტირების და მკურნალობის პროცესში. 

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორების: გრეგორ ბრებოვიჩის  და ევა ნოვაკ-მარკვიჩის; ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის, რომან ჯანკოვსკის და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, მარეკ რუჩალას ხელმძღვანელობით. 

 პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორმა იაროსლავ ვოლკოვიაკმა, შეხვედრაზე მიიწვია ქართველი სტუდენტები,  სადაც ისაუბრეს თანამედროვე მიდგომებზე მედიცინის სწავლების საქმეში, სწავლის ხარისხის კონტროლზე, ასევე,  პოლონეთში არსებული ჯანდაცვის სისტემის შესახებ. პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორმა  იაროსლავ ვოლკოვიაკმა  აღნიშნა, რომ გაცვლითი პროგრამები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მომავალშიც გაგრძელდება და ეს თავის წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.