თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონგრესზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონგრესზე

2023 წლის 12-13 მაისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია და სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გორგასლიძე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონგრესის  - „7th INTERNATIONAL CONGRESS OF HEAD TEACHERS EDUCATION AND INNOVATIVE SCIENCES“ მუშაობაში.

თსსუ-ის წარმომადგენლები კონგრესზე ზეპირი მოხსენებებით წარსდგნენ.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტს, სადაც გაეცნენ იქ მიმდინარე აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას.