თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციაზე

2018 წლის 17-18 იანვარს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირინა კაპეტივაძე და სამედიცინო განათლების კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სალომე ვორონოვა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ბონში (გერმანია)  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციაზე, - "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაცია -თეორიის დანერგვა პრაქტიკაში".

კონფერენციაზე  წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელვანი საკითხები როგორიცაა: ინტერნაციონალიზაცია, როგორც განვითარების და ნეთვორქინგის კატალიზატორი;ბოლონიის ინსტრუმენტები, როგორც სტრატეგიული ელემენტები  უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციისთვის ( პანელური დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა ევროპის ხარისხის განვითარების სააგენტოს დირექტორი ბასტიან ბაუმანი);პერსონალის მობილობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციების აღიარება, პროცედურები და წინააღმდეგობები, გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილება;ერთობლივი სასწავლო პროგრამების საერთაშორისო ხარისხის განვითარება;ერასმუსის ქარტია უმაღლესი განათლების სტრატეგიის გასაძლიერებლად.

სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფებში: „ცვლილებების მართვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“  და „ERASMUS+  განაცხადის შეტანა დაფინანსების მისაღებად“. 

ვიზიტის ფარგლებში ირინა კაპეტივაძე და სალომე ვორონოვა შეხვდნენ ერასმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს  პროფესორ გრეგორის მაკრიდესს.  შეხვედრის დროს  მათ მიიღეს მისი სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კვიპროსის უნივერსიტეტებს შორის „ERASMUS+ „ ფარგლებში ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა  თანამშრომლობა შემდეგ უნივერსიტეტებთან:

- საარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია);

-რენე 2 უნივერსიტეტი (საფრანგეთი);

-პარი 13 უნივერსიტეტი (საფრანგეთი);

-სტამბულის უნივერსიტეტი (თურქეთი)

-კოჩის უნივერსიტეტი (თურქეთი).