თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი პორტუგალიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი პორტუგალიაში

2022 წლის 14 - 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და ,,ERASMUS+”-ის ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი  იმყოფებოდნენ ლისაბონში,"ნოვა" უნივერსიტეტში.  ვიზიტი   ,,ERASMUS+”–ის პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" (SQUEAR) ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტში ყოფნისას თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში - "სოციალური აქტივობები მესამე მისიის ფარგლებში" და ასევე სამუშაო შეხვედრებში, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საუნივერსიტეტო მესამე მისიის სტრატეგიაზე მომუშავე თემატური ჯგუფის წარმომადგენლები. შეხვედრებზე განიხილული იყო "ნოვა" უნივერსიტეტის გამოცდილება და მის მიერ განხორციელებული პროექტები.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს უნივერსიტეტების მესამე მისიის (აკადემიური ცოდნის გამოყენება საზოგადოების სასარგებლოდ) აქტივობების აღწერა, მათი ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება უნივერსიტეტის  მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით. 

,,პროექტის საქმიანობა და მისგან მიღებული შედეგები საფუძველს დაუდებს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკაში“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ.