თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბავშვებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბავშვებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია

 
   

2017 წლის  29 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმები კლინიკის გენერალური დირექტორის, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგურის ხელმძღვანელობით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,  საჩხერის რაიონს ეწვივნენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 150 ბავშვს  უფასო კონსულტაციები გაუწიეს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სხვადასხვა მიმართულების პროფესორებმა და ექიმებმა:

ყბა-სახის ქირურგებმა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და გიორგი ღიბრაძემ; პედიატრებმა: პროფესორმა მანანა ჟვანიამ, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კუტუბიძემ; კლინიკის სასწრაფო-გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურების სამსახურის უფროსმა, ფიქრია ლურსმანაშვილმა და ამავე განყოფილების ექიმმა ნინო გოგუაძემ;  ნევროლოგებმა - პროფესორმა ნათელა გელაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ხაჭაპურიძემ; ბავშვთა ზოგადმა ქირურგებმა: ასისტენტ-პროფესორმა ავთანდილ კუტუბიძემ და ალექსანდრე ბერულაშვილმა; ალერგოლოგმა, ასისტენტ-პროფესორმა მანანა კობახიძემ; ოტორინოლარინგოლოგებმა: ასისტენტ-პროფესორმა ირინე კეკელიძემ და ვენერა დავითულიანმა; ოფთალმოლოგმა მანანა კიკოლაშვილმა; ენდოკრინოლოგებმა: მარიამ ფხალაძემ და ეკა გირგვლიანმა; რადიოლოგმა - შალვა წინწკალაძემ.

პაციენტებს საჭიროებისამებრ  ჩაუტარდათ დიაგნოსტიკური კვლევები: სპირომეტრია, რენტგენოსკოპია და სხვადასხვა სისტემის ექოსკოპია.