26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო კუთხით იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, პროფესორები: თინათინ ჩიქოვანი, სამსონ მღებრიშვილი, ბიძინა ზურაშვილი, ლელა მასხულია, დალი ბერაშვილი, ირმა მანჯავიძე და სხვები...
რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მინისტრებმა. სამედიცინო უნივერსიტეტის საინფორმაციო კუთხე განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მისმა მოადგილეებმა: ქეთევან ნატრიაშვილმა, ლია გიგაურმა და გიორგი შარვაშიძემ.
26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო თსსუ სახალხო ანსამბლმაც.