თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა თამბაქოს კონტროლის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა თამბაქოს კონტროლის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო

2022 წლის 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიება „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 

ღონისძიებაზე გამომსვლელებმა მიმოიხილეს საქართველოში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მოპოვებული მიღწევები, სამომავლო გეგმები და გამოწვევები.