თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გამორჩეული პირველსემესტრელი სტუდენტები დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გამორჩეული პირველსემესტრელი სტუდენტები დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ათი გამორჩეული პირველსემესტრელი სტუდენტი, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს. 

მათ სპეციალური საჩუქრები და ფულადი ჯილდოები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გადასცა.

ყოველწლიური ღონისძიება 2021 წლის 28 დეკემბერს გაიმართა. 

თსსუ ულოცავს მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელებს: სოფიო ივანიძეს, მარიამ ჯიშკარიანს, ელენე ალფაიძეს, მარიამ თურმანიძეს, ლიზი სამხარაძეს, გიორგი შალიბაშვილს, მარიამ სირბილაძეს, ეკატერინე ბენდელიანს, ანა მიქაძეს და თამარ ეზუგბაიას მიღწეულ შედეგებს და პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს.