თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა „რეას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა „რეას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა

2014 წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციის ცენტრის, „რეას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. სტუმრებს შეხვდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, კლუბ „ტრირეას“ წევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.

სადღესასწაულო განწყობა შექმნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა და ქალთა გუნდმა „დეკამ“.

 სტუმრებს მიმართა თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „რეას“ ბენეფიციარებისთვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.  მან მეგობრული განწყობით მოიკითხა თითოეული ბენეფიციარი და საახალწლო საჩუქრები გადასცა მათ.

 „რეას“ ბენეფიციართა მშობლებმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნეს, რომ ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და დიდხანს გაჰყვება მათ შვილებს აქ მიღებული სითბო და ბედნიერება.

სტატიის ვრცელი ვერსია