თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 151–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 151–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

   
   

2016 წლის 2 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა  თბილისის 151 საჯარო სკოლის  30 მეცხრეკლასელი

სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და  სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული  მუზეუმი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი.

საჯარო სკოლის მოსწავლეების სტუმრობა სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა – „პროფესიული  ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“,  2013 წლიდან ხორციელდება   განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის მიერ და მისი   მიზანია,  დაეხმაროს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.

პროგრამის ფარგლებში ტარდება მოსწავლეთა შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ამ პროფესიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით.

ამჟამად პროგრამა მიმდინარეობს საპილოტე რეჟიმში და მასში, საქართველოს მასშტაბით, ჩართულია   500–მდე  საჯარო სკოლის  მეცხრეკლასელი.