თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის და აშშ-ის  წამყვანი უნივერსიტეტების 27 პროფესორი ეწვია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების 27 პროფესორი ეწვია

2018 წლის 17-19 სექტემბრს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების 27  პროფესორი ეწვია: ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული რადიოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი პიტერ ლუკასი (ავსტრია); რადიაციული თერაპიისა და რადიონკოლოგიის კლინიკის  პროფესორი ენტონი ჯეიმს სვინი (ავსტრია); ნეიროპედიატრიის კლინიკის პროფესორი  სტეფანია ფოერსტერი (ავსტრია);   თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის  რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე (ავსტრია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის კაუფბოირენის ზოგადი, ვისცერალური და სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკის დირექტორი, ემერიტუსი,  პროფესორი ჰეინრიხ შტიგლერი (გერმანია); თსსუ საპატიო დოქტორი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ვაილჰაიმის ქირურგიული კლინიკის დირექტორი,  პროფესორი რაინჰოლდ ლანგი (გერმანია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის  ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი გიორგი გრიგოლია (გერმანია); თსსუ-ის  საპატიო დოქტორი,  ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის მთავარი ექიმი, ანესთეზიის და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრივატ/დოცენტი ფლორიან ვაისი (გერმანია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის გროსჰადერნის თერაპიული კლინიკის ვიცე დირექტორი, ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი  კლაუს გეორგ პარჰოფერი (გერმანია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის, ლანდსჰუტის კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე, სისხლძარვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრივატ/დოცენტი, გიორგიოს მაიმარაკისი (გერმანია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი,  ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის კოტბუსის კლინიკის თავისა და კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. თომას აიხორნი (გერმანია); ბერლინის შარიტეს სამდიცინო უნივერსიტეტის კოტბუსის კარლ თიემის კლინიკის დირექტორი პროფესორი გოთზ ბროდერმანი (გერმანია); მიუნსტერის საუნივერსიტეტო კლინიკის, ზოსტის ნევროლოგიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი ალექსეი დუშინი (გერმანია); ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ანჟეი დროფი (პოლონეთი); ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომისშემდგომი განათლების საკითხებში, პროფესორი ჰანნა ტრებაჩოი (პოლონეთი); ლილიუ ჰატიეგანუს მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის, ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიისა და ბიოფარმაციის დეპარტამენტის პროფესორი ლაურიან ვლასე (რუმინეთი); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ დეკანი, სამედიცინო განათლებისა და სტუდენტთა საქმეების დეპარტამენტის პროფესორი გორდონ ჩარჩვარდი (აშშ); ემორის გრეიდის მემორიალური ჰოსპიტალის ინტერვენციული რადიოლოგიის პროფესორი შონ დარიუშნია (აშშ); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კლინიკური განათლენის ასოცირებული დეკანი ჯოელ ფელნერი (აშშ); მორჰაუსის სამედიცინო სკოლის პულმონოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ერიკ ფლანო (აშშ); ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, ემერიტუსი დეკანი, ნათანიელ გოზანსკი (აშშ); პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის რადიოლოგიის ასისტენტ პროფესორი ელიოტ გოზანსკი (აშშ); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ვიცე-თავმჯდომარე, ჰემატოლოგიის და ონლკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი (აშშ); მორჰაუსის სამედიცინო უნივერსიტეტის  მეანობა გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი როლანდ მეთიუსი (აშშ); გრეიდის მემორიალური ჰოსპიტალის პათოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გაბრიელა ოპრეა (აშშ); თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი (აშშ).

17 სექტემბერს, მოწვეული პროფესორები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს. შეხვედრაზე განიხილეს გაცვლითი პროგრამებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.  თსსუ-ის სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს 2018/2019  სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში. დაესწრნენ ფაკულტეტის დეკანების შეხვედრას პირველსემესტრელებთან. დაათვალიერეს თსსუ-ის საგამოცდო ცენტრი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების  ცენტრი, ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორატორია, ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორია და პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორია.    

18-19 სექტემბერს, უცხოელმა პროფესორებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები, თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკაში განახორციელეს კლინიკური აქტივობები, ასევე დაათვალიერეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

იხილეთ, მოწვეული უცხოელი პროფესორების მიერ წაკითხული ლექციების ჩამონათვალი.