თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის პროფესორები სტუმრობდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის პროფესორები სტუმრობდნენ

2022 წლის 18-22 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი)  პროფესორები: ჯუნ კილინგი, აივან მაქგლენი და ტომ შეფერდი სტუმრობდნენ.

პროფესორები დიდი ბრიტანეთიდან დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2022/2023 სასწავლო წლის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, სადაც მათ თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს. საზეიმო ღონისძიების შემდეგ კილის უნივერსიტეტის პროფესორები პირველსემესტრელებს შეხვდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები იმყოფებოდნენ თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში.

ბრიტანელი პროფესორები ასევე ეწვივნენ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას, სადაც პროფესორმა აივან მაკგილმა თსსუ-ის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა.

ამის შემდეგ, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია, რომელიც ემორის უნივერსიტეტისა და თსსუ-ის თანამშრომლობის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია.

ასევე, პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხეს. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა შემეცნებითი ტური მოუწყო კახეთსა და თბილისში, სადაც ბრიტანელი სტუმრები ქართულ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი ERASMUS +-ის KA 107  პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტია 2019 წლიდან.