თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პოლონელი პროფესორები ეწვივნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პოლონელი პროფესორები ეწვივნენ

2014 წლის 14 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პოლონელი სტუმრები: პოლონეთის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და ქირურგიის კლინიკის პროფესორი ლეჟეკ რომანოვსკი, ოლსტინის  ვარმიასა და მაზურის უნივერსიტეტის პროფესორი ვოიჩეკ მაქსიმოვიჩი  და რექტორი ჰენრი პიოტრ ბლაჟიკი  სპეციალური ვიზიტით ეწვივნენ. ისინი შეხვდნენ თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე–რექტორებს: პროფესორ რიმა ბერიაშვილს და პროფესორ კახაბერ ჭელიძეს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ია ავალიანს.  სტუმრებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტით, სწავლების კურსით ორთოპედიისა და ნეიროქირურგიის მიმართულებებში. უნივერსიტეტის მესვეურებს სთხოვეს წარმატებულ ორთოპედებთან და ნეიროქირურგებთან დაკავშირება. ორივე მხარემ მომავალში საინტერესო ურთიერთობისა და თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. დასასრულს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.