თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ჰოლანდიურ ორგანიზაციას Orange Wings Georgia Ltd. შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ჰოლანდიურ ორგანიზაციას Orange Wings Georgia Ltd. შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2012 წლის 19 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ჰოლანდიურ ორგანიზაციას Orange Wings Georgia Ltd. შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ექთანთა და ბებიაქალთა განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და Orange Wings Georgia Ltd.-ს გენერალურმა მენეჯერმა რობ ვან დე გეველმა ისაუბრეს უახლოეს სამოქმედო გეგმებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე და Orange Wings Georgia Ltd.-ს მენეჯერი მარეხ ტოგონიძე.