თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და  კომპანია  „მედგრუპ ჯორჯიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კომპანია „მედგრუპ ჯორჯიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

2014 წლის 16 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე შეხვდნენ „მედგრუპ ჯორჯიას“ დამფუძნებელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ თამაზ მჭედლიძეს და კომპანიის „მედგრუპ ჯორჯია“ გენერალურ დირექტორს მირიან ამირანაშვილს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კომპანია „მედგრუპ ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის შემდეგაც სტუმრები  შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს და დეკანს, პროფესორ ლელა მასხულიას.  შეხვედრაზე განხილულ იქნა კომპანიის გეგმები საქართველოში ველნეს–ინდუსტრიის შექმნის თაობაზე.

სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს კოჯორსა და წავკისს შორის მშენებარე ველნეს–კურორტი „ბიოლის“ გენერალური გეგმა, ინფრასტრუქტურა და ის  შესაძლებლობები, რასაც ეს პროექტი სთავაზობს თითოეულ  კურსდამთავრებულს.