თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ნაიმეგენის უნივერიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ

თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ნაიმეგენის უნივერიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ

2012 წლის 5 მაისს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, გაცვლითი პროგრამის (,,Twinning”) ფარგლებში, ეწვივნენ ნაიმეგენის უნივერიტეტის(ჰოლანდია) მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები. ,,Twinning” წარმოადგენს ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (EMSA) ბილატერალურ გაცვლით პროგრამას, რომელშიც EMSA-ს სხვადასხვა ქვეყნების და ქალაქების წარმომადგენლობები მონაწილეობენ. ამ პროგრამით ქართული დელეგაცია 2012 წლის 1-8 აპრილს იმყოფებოდა ნაიმეგენში.

ერთი კვირის განმავლობაში ჰოლანდიელი სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჩაუტარდებათ მასტერ კლასები და გაეცნობიან ქართულ კულტურასა და ეროვნულ მემკვიდრეობას.

8 მაისს ჰოლანდიელი სტუდენტები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რექტორის მოადგილეს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს, „EMSA-Tbilisi-ს წარმომადგენლებსა და ქართველ სტუდენტებს.

აღსანიშნავია EMSA-ში თსსუ-ის სტუდენტების აქტივობა: 2000 წელს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა EMSA-ს გენერალურ ასამბლეას; 2006-2007 წლებში EMSA–Tbilisi-ს ვიცე-პრეზიდენტად თსსუ-ის სტუდენტი მერი როგავა იქნა არჩეული. 2011 წელს კი EMSA-თბილისმა და სტუდენტურმა თვითმმართველობამ განახორციელა მასშტაბური საერთაშორისო სამედიცინო სამიტი, სადაც 80 უცხოელი სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის EMSA–ს პრეზიდენტი თინ კნეზევიში. გენერალურ ასამბლეაზე თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის და EMSA-თბილისის პრეზიდენტი გიგა სორდია არჩეულ იქნა ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.