თეატრ–სტუდია ”ჰიგია”–ს მორიგი სპექტაკლი  „ტყუილი გრძელ ფეხებზე“  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თეატრ–სტუდია ”ჰიგია”–ს მორიგი სპექტაკლი „ტყუილი გრძელ ფეხებზე“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 25 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დრამატულმა თეატრმა „ჰიგიამ“ სტუდენტური თეატრალური სეზონი სპექტაკლით „ტყუილი გრძელ ფეხებზე“  დახურა, რომელსაც ესწრებოდა თსსუ–ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

სპექტაკლმა ტრადიციულად მაყურებლის დიდი  მოწონება დაიმსახურა და ანშლაგით ჩაიარა.

     

თეატრ "ჰიგიას" რეჟისორი ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ნათია გუჯაბიძე - "ეს სპექტაკლი მოგვითხრობს ტყუილებზე აგებულ ვითომ ბედნიერებაზე.  სპექტაკლის მთავარი სათქმელი დღესაც აქტუალურია საზოგადოებაში, რადგან ტყუილი ყოველთვის იარსებებს ჩვენ გარშემო და რაც უფრო შევეცდებით, რომ ნაკლებად იყოს ეს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ცხოვრებისათვის". 

სტუდენტი/მსახიობი ლუკა ქიქავაძე - პიესას ვთამაშობთ მეორეჯერ, პირველად ვითამაშეთ თბილისის საერთაშორისო მოყვარულ სტუდენტურ თეატრალურ ფესტივალზე, რომელსაც ჰქვია "ნიღაბი 2013".

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი 2001 წელს დაარსდა და დღემდე  ოცამდე სპექტაკლი აქვს დადგმული.