კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ხარისხის მართვის ტრენინგი ჩატარდა

კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ხარისხის მართვის ტრენინგი ჩატარდა

22-26 ივნისს კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეაბილიტაციის სერვისების ხარისხის მართვაში ტექნიკური დახმარების ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Humanity & Inclusive (HI), რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ეწევა შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციას, მხარს უჭერს შშმ პირებს ავტონომიისა და სოციალური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. 

კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციული პერსონალი გადამზადდა საქართველოში მიმდინარე „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის” ფარგლებში, კორპორაციის - „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის” - ორგანიზებით.

Humanity & Inclusive-ის მიერ ჩატარებული ტრენინგი კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას, როგორც რეაბილიტაციის მომსახურების მიმწოდებელს, დაეხმარება სერვისების ეფექტურ და სტრატეგიულ მენეჯმენტში. ტრენინგის შედეგად, კენ ვოლკერის ახლადგახსნილი კლინიკა თავიდანვე უზრუნველყოფს უმაღლესი და მდგრადი ხარისხის სერვისების მიწოდებას. ტექნიკური დახმარების ტრენინგი საშუალებას მისცემს კენ ვოლკერის კლინიკას განახორციელოს თვისობრივი მიდგომა სარეაბილიტაციო სერვისების მენეჯმენტში.

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის მთავარი განმახორციელებელი საქართველოში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაა, პარტნიორებთან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, „კორპორაცია პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის” და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის”, ერთად. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით. პროექტის აქტივობების მიზანია, საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობა ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან მიზანს, შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაციისათვის.

კენ ვოლკერის კლინიკა აღჭურვილია ამერიკული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით. 1 ივლისიდან კენ ვოლკერის კლინიკა მოსახლეობას სთავაზობს, როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა სარეაბილიტაციო მომსახურებას თბილისში, გუდამაყარის N4-ში.

კლინიკის გარემო სრულიად შეესაბამება COVID 19-თან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.